ლონდონის “ვესტ ჰემი” 26 წლის ცენტრალურ მცველს, უინსტონ რიდს უახლოეს დღეებში ახალი კონტრაქტის გაფორმებას შესთავაზებს.
“ჩაქუჩები” ახალ ზელანდიელ ფეხბურთელს 6-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ, რომლის მიხედვითაც, მისი ხელფასი კვირაში 75000 ფუნტამდე გაიზრდება.
რიდს “ვესტ ჰემთან” მოქმედი ხელშეკრულება 2015 წელს ეწურება. მისით “არსენალი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” ინტერესდებიან.