ჩოგბურთი

18:31 | 6.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი შემოსავლებით ჩოგბურთელებს ლიდერობს

ჟურნალმა Forbes-მა საკუთარი ვერსიით პლანეტის 100 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი დაასახელა. მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა ათეულში ერთბაშად 2 ჩოგბურთელია. მეშვიდეა როჯერ ფედერერი. შვეიცარიელმა 56.2 მილიონი გამოიმუშავა, მათ შორის 52 სარეკლამო შემოსავალია. მეცხრე ადგილზეა რაფა ნადალი. მალიორკელმა წლეულს 44.5 მილიონი (30 რეკლამით) დაიმსახურა. მსოფლიოს რეიტინგსიის ლიდერმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა 33 მილიონი (21 რეკლამით) მიიღო და მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა შორის 17-ეა.

ჩოგბურთელთ ქალთაგან წლეულს ყველაზე მეტი რუსმა მარია შარაპოვამ, 24.4 მილიონი დოლარი, გამოიმუშავა. აღსანიშნავია, რომ შარაპოვა ქალ სპორტსმენთა შორის ყველაზე მდიდარია, ამასთან მაშამ 22 მილიონი უშუალოდ რეკლამითა და კომერციული საქმიანობით გამოიმუშავა.

ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა სიას სათავეში მოკრივე ფლოიდ მეივეზერი (105 მილიონი) უდგას, მეორე საფეხურზე მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუა (80 მილიონი), მესამე კი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის “კლივლენდ კავალიერზის” ლიდერი ლებრონ ჯეიმსია (72.3 მილიონი).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115858