რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-12 ტურში, ყაზანის “რუბინმა”, სადაც სოლომონ კვერკველია გამოდის შინ პერმის “ამკართან” 1:1 ითამაშა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა სოლომონ კვირკველიამ “რუბინში” ორი ტაიმი ითამაშა. მასპინძლებიდან ანგარიში 90-ე წუთზე გეკდენიზ კარადენიზმა გახსნა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე თანაფარდობა ბრანკო იოვიჩიჩმა აღადგინა. “რუბინი” 20 ქულით 16 გუნდში მეექვსეა.
უკრაინის პრემიერლიგის მე-11 ტურში, ლუცკის “ვოლინმა” უჟგოროდში ადგილობრივ “ჰოვერლასთან” ქულა აიღო - 0:0. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი სანდრო კობახიძე თადარიგში იყო და თამაშში 54-ე წუთიდან ჩაერთო. “ვოლინი” 11 ქულით 14 გუნდში მეათეა.
კვიპროსის პირველი დივიზიონის (უმაღლესი ლიგა) მე-8 ტურში ფამაგუსტას “ანორთოსისმა” სტუმრად “ნეა სალამისს” 3:2 მოუგო. ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია ფამაგუსტელთა სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა და 79-ე წუთზე შეცვალეს. გუნდის კიდევ ერთი ქართველი ნახევარმცველი ირაკლი მაისურაძე 18-კაციან განაცხადში არ ფიგურირებდა. “ანორთოსისი” 12 ქულით 12 გუნდში მეექვსეა.
ისრაელის ლეუმით ლიგაში (პირველი ლიგა) ტიბერიას “ირონიმ” სახლში აჰი ნაზარეთის “მაქაბის” ვერ მოუგო - 1:1. შემტევმა ნახევარმცველმა დავით კირკიტაძემ ტიბერიელთა რიგებში მეორე ტაიმი ითამაშა. “ირონი” 12 ქულით 16 გუნდში მეათეა.
ალბანეთის სუპერლიგის მე-11 ტურში ვლორეს “ფლამურტარიმ” თავის მოედანზე “ტირანას” ვერ მოუგო. საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდი ნიკა გელაშვილი მასპინძელთა 18-კაციან განაცხადში არ იყო. მას მე-10 ტურში “კუკესისთან” სტუმრად წაგებულ (0:2) შეხვედრაშიც არ უთამაშია. “ფლამურტარის” 14 ქულა აქვს და 10 გუნდში მე-6 ადგილზეა.