ფეხბურთი

16:31 | 30.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნუკრი რევიშვილი: “პრემიერლიგაში გადასვლას ვისახავთ მიზნად”

რუსეთის საფეხბურთო პირველ დივიზიონში მოასპარეზე ტიხვინის “ტოსნოს” მეკარე ნუკრი რევიშვილი ფიქრობს, რომ მის გუნდს პრემიერლიგაში დაწინაურება შეუძლია. ამის შესახებ მან რუსეთის თასის 1/8-ფინალში სტუმრად “ყუბანთან” წაგებული (0:3) მატჩი მერე, ინტერნეტპორტალ sportbox.ru-სთან საუბარში განაცხადა.

ნუკრი რევიშვილი: “არ ვიცი რატომ ვერ მოვიგეთ. თამაში არ გამოგვივიდა. შემიძლია ვთქვა, რომ შეხვედრა უკვე 30-ე წუთზე დასრულდა. ჩვენს კარში გატანილი სამი გოლის ემდეგ “ყუბანი” დაწყნარდა. ასე უმწეოდ თავი დიდი ხანია არ მიგრძვნია. საგოლე მომენტები გვქონდა, მაგრამ მათი შექმნა ძალიან გაგვიჭირდა. “ყუბანი” კარგი გუნდია. სრულიად განსხვავებული დონის. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საგრძნობლად მოუმატა. იმასთან შედარებით როდესაც “კრასნოდარში” გამოვდიოდი, უფრო შემტევ ფეხბურთს თამაშობს. პირველ დივიზიონში ჩვენც ლამაზად თამაშს ვცდილობთ. ჩვენთან საუცხოო კოლექტივი ჩამოყალიბდა და კარგი მწვრთნელი გვყავს. “ტოსნოს” პრემიერლიგაში გადასასვლელად ყველა შესაძლებლობა აქვს. არ დაგიმალავთ, რომ ამ ამოცანას ვისახავთ. რუსეთის პირველ დივიზიონში პირველად ვთამაშობ. პრემიერლიგაში გადასასვლელად დიდი კონკურენციაა. “კრილია სოვეტოვი”, “ტომი” და “ანჟი” ჩვენი უშუალო კონკურენტები არიან. “ვოლგაც” თანდათან უმატებს. ასე რომ რთული იქნება, მაგრამ შევეცდებით”.

- თქვენი აზრით, “ტოსნოს” პრემიერლიგის საგზურის მოსაპოვებლად კარგი შანსი აქვს?

- შანსი გვაქვს. ჩვენ თამაშების ძალიან კარგი კალენდარი გვაქვს. თუ “კრილია სოვეტოვს” არ ჩავთვლით, უახლოეს მატჩებში ყველა ლიდერს შინ ვეთამაშებით.

- პრემიერლიგაში გადასასვლელად პლეი ოფში მოხვედრას გულისხმობთ?

- პლეი ოფში ისედაც მოვხვდებით. ვალდებული ვართ ეს გავაკეთოთ. ახლა საუბარი პრემიერლიგაში პირდაპირ გადასვლაზეა. თუმცა, ამისთვის ჩემპიონატში შესვენების დროს უნდა გავძლიერდეთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113672