ფეხბურთი

16:24 | 30.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფერდინანდი დისკვალიფიცირებულია

ინგლისელი ფეხბურთელი რიო ფერდინანდი ქპრ-ს სამი მატჩით გამოაკლდება. 35 წლის ვეტერანმა მცველმა სოციალურ გვერდზე ერთ-ერთი ქალბატონის მიმართ შეურაცხმყოფელი ფრაზა გამოიყენა. ამის გამო საფეხბურთო ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა ფერდინანდი სამი შეხვედრითა და 25 ათასი გირვანქით დასაჯა.

რიომ მიმდინარე წელს დატოვა “მანჩესტერი” და პრემიერლიგის საწყისი ტურებიც ითამაშა. საწყისი 7 ტური სრულად ითამაშა, ხოლო შემდეგი ორი ტური სათადარიგოთა შორის გაატარა. კომიტეტის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე კი ფერდინანდის უთამაშებლობა მიმინიმუმ სამი მატჩით გაგრძელდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110759