კალათბურთი

10:17 | 30.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიამ სეზონი 4 ქულით გახსნა

ზაზა ფაჩულიას “მილოუკი ბაქსი” “შარლოტ ჰორნეტსთან” გასვლით მატჩში. ოვერტაიმში დამარცხდა (108:106). ფაჩულია სასტარტო ხუთეულში არ იმყოფებოდა. ზაზამ პარკეტზე 14 წუთი და 28 წამი დაჰყო და გუნდს 4 ქულა, 1 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 ბლოკი შესძინა.

ფაჩულიამ 5-დან 2 ორქულიანი გამოიყენა, არც ერთი საჯარიმო არ უსვრია. ქართველმა ცენტრმა ერთი პერსონალური ჯარიმა მიიღო და ბურთი 3-ჯერ დაკარგა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანის მარგი ქმედების კოეფიციენტი -8 იყო.

“შარლოტ ჰორნეტს”- “მილოუკის” მატჩის ძირითადი დრო 100:100 დასრულდა. ოვერტაიმი “ჰორნეტსის” გამარჯვებით დასრულდა – 8:6.

მატჩის საუკეთესო მომენტები

http://www.youtube.com/watch?v=RqYKdBZUrog

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110276