კალათბურთი

13:41 | 16.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბერიშვილის 2 სამქულიანი

მიხეილ ბერიშვილის “ზლატოროგმა” სლოვენიის ჩემპიონატში მორიგი მატჩი გამართა და ნოვო მეტოს “კრკა”-სთან 63:68 დამარცხდა.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 11:23 წუთი გაატარა და 6 ქულა მოაგროვა. ბერიშვილმა 2-ვე სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.

ლაშკოელებს 4 მოგებით და 2 მარცხით მე-3 ადგილი უკავიათ, შემდეგ მატჩს კი 29 ნოემბერს, შინ, “გროსუპლიესთან” ჩაატარებენ.

0.113893