თამაშგარე

11:02 | 29.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

პერის ჰილტონის მორიგი აღიარება

ზოგიერთი ქალი ძალიან მწვავედ და მტკივნეულად აღიქვამს წლების მატებას და ყოველი დღის გარიჟრაჟს შიშითა და სიბერის ტკივილით ხვდება. როგორც ჩანს, მათ შორისაა ცნობილი მოდელი და სკანდალური მსახიობი, პერის ჰილტონი.

ადრე ჩვენ უკვე ვწერდით, რომ პერის ჰილტონმა პირი მოაღო და მედიასთან საუბარში განაცხადა, კრიშტიანუ რონალდუსთან სექსი მქონდაო და პორტუგალიელ მეგოლეს ჩემთან კოტრიალი ძალიანაც მოსწონდაო. ახლა კი თავისივე სიტყვები უარყო.

როგორც პერის ჰილტონი ამბობს, მედიის მხრიდან სულ უფრო ნაკლებ ყურადღებას გრძნობს და ეს ფაქტი ძალიან აბრაზებს. მისი თქმით, სწორედ ამიტომ მოიგონა რონალდუსთან სექსის არარსებული ისტორია, ეგებ მორიგი სკანდალი გამოვიწვიოო. არადა პერისი მულტიმილიონერია და წესით კაცების ამბებში ასეთი სისულელეების მოგონება არ უნდა სჭირდებოდეს.

0.135229