ფეხბურთი

12:14 | 16.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

სერბეთის ნაკრები შესაძლოა სტანკოვიჩმა ჩაიბაროს

მას შემდეგ, რაც სერბეთის ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დიკ ადვოკაატი დაითხოვა, ბალკანელების თავკაცად იტალიური მედია "უდინეზეს" მთავარი მწვრთნელის, ანდრეა სტრამაჩონის ასისტენტს, დეიან სტანკოვიჩს მოიაზრებს.

ჯერჯერობით უცნობია სტანკოვიჩის პოზიცია. 36 წლის ახალბედა მწვრთნელს სერბეთის ეროვნულ ნაკრებში ყველაზე მეტი, 103 შეხვედრა აქვს ჩატარებული (15 გოლი).

ადვოკაატი სერბეთის ნაკრებში 2014 წლის ივლისში დაინიშნა, მაგრამ სულ 3 ოფიციალური მატჩის გამართვა მოასწრო. ამ სამ თამაშში ნაკრებმა მხოლოდ 1 ქულა დააგროვა, ხოლო 14 ნოემბერს, დანიასთან შინ 1:3 დამარცხების შემდეგ ადგოკაატი მოხსნეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.135849