საქართველოს ფუტსალისტთა ეროვნულმა გუნდმა სტუმრად პორტუგალიის ნაკრებთან ამხანაგური მატჩი 0:3 წააგო.
ალიკ სარქისიანის გაწვრთნილები პორტუგალიელებს ქალაქ ვარზიმში დაუპირისპირდნენ და მატჩის ბედი ბოლო წუთებში გადაწყდა. კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს ქართველები 28 ოქტომბერს ჩაატარებენ, რომელიც თბილისის დროით ღამის პირველ საათზე დაიწყება.