ლივერპულის “ევერტონის” მთავარი მწვრთნელი რობერტო მარტინესი დარწმუნებულია, რომ გუნდის ახალგაზრდა ლიდერი როს ბარკლი ლივერპულში დიდხანს დარჩება.
ამის შესახებ მარტინესმა liverpool echo-ს განუცხადა.
“მიუხედავად მისდამი დიდი ინტერესისა, იმედი მაქვს, ბარკლი ჩვენთან დიდი ხნით დარჩება. უახლოეს მომავალში მისი გაყიდვა გამორიცხულია” – განაცხადა მარტინესმა.
როს ბარკლი 20 წლის გახლავთ, მან ფეხბურთის თამაში “ევერტონში” დაიწყო. ბარკლის მიმართ ინტერესს ბოლო ხანებში “ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” იჩენენ.
გიორგი მელქაძე