კალათბურთი

12:17 | 26.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძე მოედანს დაუბრუნდა

ტრავმის მოშუშების შემდეგ, მაკედონიური “სკოპიეს” რიგებს დაუბრუნდა ქართველი კალათბურთელი გიორგი ცინცაძე. ადრიატიკის ლიგის მორიგ ტურში მაკედონიელები სლოვენიურ კრკა-ს ესტუმრნენ და 52:85 განადგურდნენ.

ქართველმა გამთამაშებელმა მოედანზე 15 წუთი გაატარა და 1 მოხსნა და 6 პასი მოაგროვა. ცინცაძემ ორქულიანი და 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

“სკოპიეს” 2 მოგება და 3 მარცხი აქვს და 14-გუნდიან ლიგაში მე-6 ადგილზეა. ცინცაძის კლუბს ადრიატიკის ლიგაში მომდევნო მატჩი 2 ნოემბერს შინ ხორვატიის “ცედევიტასთან” ელის.

მანამდე, 29 ოქტომბერს, სკოპიელები მაკედონიის ჩემპიონატში თანაქალაქელ “ვოდვანსკი ლისიცის” გაეჯიბრებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094543