კალათბურთი

20:56 | 23.10.2014 | ნანახია 3869 - ჯერ

არჩილ ჟღენტი: “გუნდიდან ისე გამიშვეს, უფროსობიდან არავინ დამლაპარაკებია”

2014-15 წლების საკალათბურთო სეზონის დაწყების წინ სუპერლიგის მონაწილე 8 გუნდიდან ოთხში (“რუსთავი”, “ოლიმპი”, “მგზავრები-არმია”, “შსს აკადემია”) მთავარი მწვრთნელი შეიცვალა. “მსოფლიო სპორტი” ერთ-ერთი მათგანის, “შსს აკადემიას” აწ უკვე ყოფილ მთავარ მწვრთნელს, არჩილ ჟღენტს ესაუბრა, რომელიც კოტე ტუღუშმა შეცვალა. შეგახსენებთ, რომ ტუღუში “შსს აკადემიაში” გადასვლამდე “არმიას” მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.

- რა გახდა “შსს აკადემიას” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან თქვენი გათავისუფლების მიზეზი?

- გადმოცემით გავიგე, რომ “შსს აკადემიას” ხელმძღვანელობა უკმაყოფილო ყოფილა 23-ე ეროვნულ ჩემპიონატში გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგით, ანუ მე-5 ადგილით, რომელიც “შსს აკადემიამ” დაიკავა.

- 23-ე ეროვნული ჩემპიონატის დაწყების წინ “შსს აკადემიას” ხელმძღვანელობამ რა შედეგის მიღწევა დაგისახათ მიზნად?

- “შსს აკადემიამ” 2013-14 წლების სეზონი სერბი მთავარი მწვრთნელის, დრაგან პეტრიჩევიჩის ხელმძღვანელობით დაიწყო, რომელმაც გუნდი პირადი სურვილით 23-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის დასრულებამდე 3 ტურით ადრე დატოვა. “შსს აკადემიას” მთავარ მწვრთნელად გუნდიდან პეტრიჩევიჩის წასვლის შემდეგ დავინიშნე, რომელიც 9 გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზე იმყოფებოდა, აუტსაიდერთა შორის მყოფ გუნდს მიზნად ხუთეულში მოხვედრა დაგვისახეს და შევასრულეთ კიდეც. რატომ დარჩა გუნდის ხელმძღვანელობა უკმაყოფილო, ჩემთვის გაურკვეველია.

- “შსს აკადემაის” ხელმძღვანელობასთან თუ ისაუბრეთ გუნდში მსალოდნელი ცვლილებების შესახებ?

- უფროსობიდან არავინ დამკავშირებია. “შსს აკადემიაში” სხვადასხვა თანამდებობაზე 5 წელი ვიმუშავე და მე მგონი ვიმსახურებდი აეხსნათ ჩემთვის, რა იყო გუნდიდან გაშვების მიზეზი.

- ვისგან გაიგეთ რომ გუნდიდან გიშვებდნენ?

- ჩემი შემცვლელის, კოტე ტუღუშიდან.

- “შსს აკადემიადან” თქვენს გარდა სხვებიც ხომ არ გაუშვიათ?

- გუნდიდან გაუშვეს ექიმი ზურაბ იოსელიანი და გამოცდილი მწვრთნელი ვაჟა ჭკუასელი, რომელიც ბავშვებთან მუშაობდა. ამ ცვლილების გამო 100-მდე ბავშვი ქუჩაში დარჩა.

- “შსს აკადემიას” ასაკობრივებში გუნდი აღარ ჰყავს?

- გააუქმეს 14, 16 და 20 წლამდელთა გუნდები. დარჩა მხოლოდ 18 წლამდელთა გუნდი, რომელსაც გიორგი ნიკოლაძე ხელმძღვანელობს.

- ახლა რას საქმიანობთ?

- არაფერს, ვზივარ სახლში.


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:42 | 29.10.2014
vaxtangi (61)

არჩილ! ახლა ალბათ ხვდები თუ რა ცუდია უსამართლობა! უკეთესი იქნებოდა ასეთ ფაქტებზე ადრეც ამოგეღო ხმა. საკუთარ თავზე გამოგაცდევინეს, ახლა შესაბამის დასკვნას გამოიტან და მიხვდები რამდენად საწყენი და დამამცირებელია როდესაც არ ჩაგთვლიან ღირსად და არც კი აგიხსნიან მიზეზს!!! ყოველივე რაც გადახდა შენთვის, რომელიც ამდენი უკუღმართობის მომსწრე და მონაწილე იყავი აღმოჩნდა გამაოგნებელი და მაშინვე პროტესტი დააფიქსირე და გიფიქრია ოდესმე, რამდენად იმედგაცრუებული დარჩნენ ნაკრების ის ახალგაზრდები რომლებიც ამ ზაფხულს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დატოვე ევრო ტურნირის მიღმა???!!! ასე რომ როდესაც საკუთარზე განიცდი იფიქრე მათზეც შენზე რომ იყვნენ დამოკიდებული მათ როგორ მოექეცი აჩიკო!

19:33 | 25.10.2014
3 სავანელი (1199)

ტუღუში ხომ ააშენებს მაგათ

17:42 | 24.10.2014
buska (1193)

კალათბურთის განვითარება განვითარება წინ წასვლა დაუშლიათ მთელი გუნდები

13:15 | 24.10.2014
blacksee (56)

ასეა ასე... რასაც დასთეს იმკი

17:47 | 24.10.2014
jemala_go (2)

მართალია რასაც დასთეს იმას იმკი ყველას შემთხევავში!!!!!!!!!! ჯერ ყველაფერი წინ არის

13:05 | 24.10.2014
chelidze (5010)

არაფერი მიკვირს

11:58 | 24.10.2014
jemala_go (2)

კოტიკოს სიჯიგრეს საზღვარი აღარ აქვს ასე არაფერი გვეშველება

11:44 | 24.10.2014
MU012FC (9145)

კოტიკო რა ჯიგარია,
მივიდა და აჯახა, გიშვებენ , ახლა ჩემი დროაო

21:41 | 23.10.2014
baxt (1835)

- ახლა რას საქმიანობთ?

- არაფერს, ვზივარ სახში.

21:34 | 23.10.2014
adp10 (10711)

მOგიდღანთ ხელმძღვAბეLობა და კომუნიკაცია.

0.074269