მსოფლიო რეიტინგსიაში მოწინავე პოზიციაზე მყოფი ნოვაკ ჯოკოვიჩი მამის ამპლუაში პირველ ტურნირს პარიზში, Paribas Masters-ზე ჩაატარებს. ეს შეჯიბრება საფრანგეთის დედაქალაქში სტარტს მომავალი კვირიდან აიღებს. ეს ცნობა იმის საპასუხოდ გავრცელდა, თითქოს ვაჟის შეძენის გამო “ნოლე” სეზონის ბოლო მასტერზს გამოტოვებდა.
“უახლოეს რამდენიმე დღეს ნოვაკი ელენასა და სტეფანისთან გაატარებს, შემდეგ კი საფრანგეთის დედაქალაქში გაემგზავრება”, - იუწყება ჯოკოვიჩის ოფიციალური ვებგვერდი.
სადიდსლემო ტურნირების 7-გზის ჩემპიონ ნოვაკ ჯოკოვიჩი სადღეისოდ 11510 ქულა აქვს, მეორე საფეხურზე მყოფ 33 წლის შვეიცარიელ როჯერ ფედერერს (17 სამეიჯორო ტიტული) - 9080 და კლასიფიკაციაში სალიდერო ადგილის დაცვა სერბს პარიზსა და ლონდონის წლის შემაჯამებელ ტურნირზე მოუწევს.