ფეხბურთი

20:32 | 9.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

31-ე ტური: ლატვიელი არბიტრები რუსთავში

შაბათ-კვირას, ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 31-ე ტურის მატჩები გაიმართება. ქვედა ექვსეულში, ყურადღების ცენტრში ისევ განმუხური იქნება, სადაც “ზუგდიდი” კიდევ ერთხელ ეცდება გავარდნისგან თავი გადაირჩინოს. წინა ტურში, ზუგდიდელებმა უშუალო კონკურენტ “სპარტაკს” მოუგეს და ახლა, იმავეს გაკეთებას უკვე გავარდნილ “მერანთან” შეეცდებიან. მაგრამ, თუ “სპარტაკი” “დილას” დაამარცხებს, მაშინ ეს მოგებაც აღარ ეყოფათ.

ტურის მთავარი შეხვედრა კი კვირას, “მიხეილ მესხზე” შედგება. “დინამო”, რომელმაც ბოლო ორ მატჩში ხუთი ქულა დაკარგა, “სიონს” ესტუმრება და თუ მოიგო, ჩემპიონობას მოიპოვებს. თუმცა შესაძლოა, ეს ფრის შემთხვევაშიც მოხდეს, თუ, მაგალითად, “ზესტაფონი” ივანწმინდაში ვერ მოიგებს. დინამოელებს ბოლნისელებთან საკუთარი ანგარიშიც აქვთ, მოგეხსენებათ, გაზაფხულზე “სიონმა” თბილისში ორჯერ მოუგო “დინამოს” და რევანშის წყურვილიც ბუნებრივია. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოგვთავაზებს.

კიდევ ერთი საინტერესო ამბავი: რუსთავში, “მეტალურგი” – “გურიას” შეხვედრას ლატვიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. ჩვენიანები კი, ლატვიის ჩემპიონატის ერთ-ერთ მატჩს განსჯიან. ეს, ერთგვარი გაცვლითი პროგრამაა, რომელზეც სფფ-ის მესვეურები ადრეც საუბრობდნენ და კარგი იქნება, თუ მომავალში, ვთქვათ, ცენტრალურ შეხვედრებში მაინც, პრაქტიკაში დამკვიდრდება.

ზუგდიდი – მერანი (მარტვილი)

10 მაისი. განმუხური. ცენტრალური. 17:00

დისკვალიფიცირებული: ალექსი ბენაშვილი (“მერანი”)

მსაჯები: გ. დოგრაშვილი, ლ. თოდრია, მ. კუპატაძე, დ. სანოძე (სათადარიგო)

მიმდინარე სეზონში: 0:2, 0:0, 1:2

 

სპარტაკი (ცხინვალი) – დილა (გორი)

10 მაისი. თბილისი. “მიხეილ მესხი.” სათადარიგო მოედანი. 17:00

მსაჯები: მ. ბეუქლიშვილი, ზ. მენთეშაშვილი, ზ. ფიფია, ო. ხეცაძე (სათადარიგო)

მიმდინარე სეზონში: 1:3, 0:0, 3:1

 

ტორპედო (ქუთაისი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი)

10 მაისი. თბილისი. “მიხეილ მესხი.” უმაყურებლოდ. 19:00

დისკვალიფიცირებული: ლაშა ღონღაძე (“ვიტ ჯორჯია”)

მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, ზ. ბერულავა, ფ. ჭაავა, თ. გვანცელაძე (სათადარიგო)

მიმდინარე სეზონში: 4:1, 0:5, 1:1

 

ვიტ ჯორჯია                            

30            

13              

6               

11              

40:38            

45     

2.

ტორპედო 

30

12

6

12

36:43

42

3.

დილა  

30

11

8

11

43:33

41

4.

სპარტაკი 

30

10

4

16

30:37

34

5.

ზუგდიდი

30

8

6

16

22:42

30

6.

მერანი

30

6

4

20

21:56

22

 

მეტალურგი (რუსთავი) – გურია (ლანჩხუთი)

11 მაისი. რუსთავი. “ფოლადი.” 17:00

მსაჯები: ვ. ბოტოსი, დ. ბრაბეისი, ი. ვასილიუკოვსი, გ. ყრუაშვილი (სათადარიგო)

მიმდინარე სეზონში: 1:3, 3:1, 3:1

 

სიონი (ბოლნისი) – დინამო (თბილისი)

11 მაისი. თბილისი. “მიხეილ მესხი.” 17:00

დისკვალიფიცირებული: გიორგი ხიდეშელი (“დინამო”)

მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ბ. ჭიჭინაძე, ა. კოკაია, ხ. გაგნიძე, გ. კიკაჩეიშვილი, ლ. კვარაცხელია (სათადარიგო)

მიმდინარე სეზონში: 1:4, 2:1, 1:0

 

ჩიხურა (საჩხერე) – ზესტაფონი

11 მაისი. ივანწმინდა. ცენტრალური. 17:00

დისკვალიფიცირებული: გიგა ბეჭვაია (“ჩიხურა”)

მსაჯები: ლ. სილაგავა, ლ. ვარამიშვილი, გ. ელიკაშვილი, ა. ბასლეჰლო (სათადარიგო)

მიმდინარე სეზონში: 1:0, 1:1, 1:2

 

1     

დინამო (თბ)     

30     

19     

5     

6     

62:23     

62     

2

ზესტაფონი

30

18

4

8

45:21

58

3

სიონი

30

16

6

8

41:30

54

4

ჩიხურა

30

13

7

10

52:44

46

5

მეტალურგი

30

12

6

12

34:37

42

6

გურია                                              

30            

11           

0           

19         

28:50           

33     

 

მეგოლეები:

16 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)

14 - დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)

10 - ვილი ისიანი (“გურია”), გიორგი გაბედავა (“ჩიხურა”), ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”)

9 - დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”), თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”),  

8 - გიორგი კორიფაძე (“ვიტ ჯორჯია”)

7 - გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), ელგუჯა ლობჯანიძე (ვიტ ჯორჯია”), ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა”), რევაზ გეწაძე (“ზესტაფონი”), დავით კირკიტაძე ("ზუგდიდი")

6 - გიორგი კახელიშვილი (“სიონი”), გიორგი ქვილითაია (“დილა”)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

0.137525