საფრანგეთის საკურორტო ქალაქ ნიცაში ნოვაკ ჯოკოვიჩის მეუღლემ ელენა რისტიჩმა იმშობიარა და ქვეყნიერებას ბიჭი მოუვლინა. ნოვაკისა და ელენას გადაწყვეტილებით ახალშობილს სტეფანი დაარქვეს. ამ ცნობას სერბული გამოცემა “ვეჩერნი ნოვოსტი” ავრცელებს.
მოგვიანებით რეიტინგსიის პირველმა ნომერმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა: “ვამაყობ ჩემი მეუღლე ელენათი, რომელმაც სტეფანის სახით ანგელოზი მაჩუქა. დიდი მადლობა უამრავი მილოცვისთვის. მე და ელენას ყველანი გვიყვარხართ”.
შეგახსენებთ, ჯოკოვიჩმა ივლისში ჩერნოგორიაში, ადრიტიკის ზღვის სანაპიროზე იქორწინა.