ფეხბურთი

1:33 | 15.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

კანკავა: “თამაში სტანდარტულებით წავაგეთ”

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავა პოლონეთთან წაგებული მატჩის (0:4) შემდეგ ჟურნალისტებს ესაუბრა და განაცხადა, რომ “ჯვაროსნებმა” შეხვედრა სტანდარტულებით წააგეს.

“თამაში სტანდარტულებით წავაგეთ. მეორე ნახევარი დაიწყო, ორი სტანდარტული გავუშვით და მორჩა თამაში. სტანდარტულებიდან გოლის გაშვება უყურადღებობისა და მეტოქის არ აყვანის ბრალია.

ვფიქრობ, რომ დღეს ამ შესარჩევში საუკეთესო პირველი ტაიმი ჩავატარეთ, თუმცა მეორე ნახევარში ყველაფერი შეიცვალა”, - განაცხადა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115163