ფეხბურთი

18:35 | 17.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მიშელ პლატინი: “ბლატერი აღარაა ფიფას პრეზიდენტი, ბლატერი თვითონ ფიფაა"

უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ კვლავ გააკრიტიკა ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი. ფრანგის განცხადებით, ბლატერი ბოროტად იყენებს თავის მდგომარეობას, ის აღარ ემსახურება ფეხბურთს.

“ბლატერი აღარ არის ფიფას პრეზიდენტი, ბლატერი თვითონ ფიფაა. ყველამ უნდა დავთმოთ ფეხბურთის გამო პირადი ინტერესები. ფეხბურთი პირადი ინტერესებისთვის კი არ უნდა გამოვიყენოთ, პირიქით, ფეხბურთს უნდა ვემსახუროთ. მე არ მაქვს სინანული იმის გამო, რომ ფიფას პრეზიდენტის არჩევნებში არ მივიღე მონაწილეობა,” - პლატინის სიტყვებს L’Equipe ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ იოზეფ ბლატერი 1998 წლიდანაა ფიფას პრეზიდენტი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115106