ფეხბურთი

11:05 | 17.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

კანკავა: "ყარაბაღის" სიძლიერის მიუხედავად, მხოლოდ გამარჯვება გვსურს"

უეფას ევროპის ლიგის 2014/15 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე მე-3 და მე-4 ტურის შეხვედრებში ერთმანეთს დნეპროპეტროვსკის "დნიპრო" და აზერბაიჯანული "ყარაბაღი" დაუპირისპირდებიან. უკრაინელთა ქართველი ნახევარმცველი ჯაბა კანკავა მომავალ მატჩამდე აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანული კლუბი ძლიერად გამოიყურება, თუმცა მის გუნდს მხოლოდ გამარჯვება სურს.

"საინტერესო ჯგუფია. მნიშვნელობა არ აქვს რომელი გუნდი რომელ ადგილზეა, ორივე გუნდს ჯგუფიდან გასვლის შანსი აქვს. წინ "ყარაბაღის" წინააღმდეგ მატჩი გველოდება. პირველი თამაში კიევში გვაქვს და "ყარაბაღის" სიძლიერის მიუხედავად, მხოლოდ გამარჯვება გვსურს. ჩვენ ვუყურეთ მათ თამაშს "სენტ ეტიენის" და მილანის "ინტერის" წინააღმდეგ. როგორც კიევში, ასევე ბაქოში გასამართი მატჩები რთული იქნება." - განაცხადა კანკავამ.

აღნიშნული გუნდების დაპირისპირების პირველი რაუნდი უკრაინაში 23 ოქტომბერს გაიმართება, ხოლო 6 ნოემბერს "ყარაბაღი" "დნიპროს" შინ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115273