ფეხბურთი

21:06 | 8.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

26-ე იწყება. რა იქნება?

შაბათს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის რიგით 26-ე გათამაშება იწყება. ცოტა გაუგებარი, თითქოს უცნაური, მაგრამ საინტერესო. ცხადია, ამ გაუგებარსა და უცნაურში გუნდების 16-მდე გაზრდას ვგულისხმობთ. დიდი დავიდარაბის შემდეგ, სფფ-ის აღმასკომმა დაამტკიცა, რომ უმაღლეს ლიგაში 16 გუნდი ითამაშებს. ცუდია ეს, თუ კარგი, ახლო მომავალი გვიჩვენებს. ბევრს მიაჩნია, რომ გუნდების მატება შესაბამის ინფრასტრუქტურას მოითხოვს, გუნდებს ფული არ აქვთ და უმეტესი მათგანი, ფორმებსა და ბურთებს ძლივს ყიდულობს. კვებაზე, აღდგენაზე და ვიტამინიზაციაზე ხომ საუბარი ზედმეტია. მოუწესრიგებელია სტადიონები.

ჩემპიონატის დაწყებამდე ორი დღით ადრე გაირკვა, რომ ქუთაისის “ტორპედოს” ისევ “ვისოლი” დააფინანსებს, არდა, ფეხბურთელებს, ლამის, საჭმელიც აღარ ჰქონდათ. თბილისის “დინამომ”, ევროტურნირზე ყაზახურ “აკტობესთან” წაგების შემდეგ, ლამის, მთელი ძირითადი შემადგენლობა დაითხოვა და ტურნირში, ფაქტობრივად, დუბლებით იასპარეზებს, შემადგენლობა გაუნახევრდა “ზესტაფონსაც.” გორის “დილას” რამდენიმე დღის წინათ, მხოლოდ სამი ფეხბურთელი ჰყავდა წარდგენილი. სფფ-ის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას კი მიაჩნია, რომ 16 გუნდი, მხოლოდ სასიკეთოდ შეცვლის ქართულ ფეხბურთს. მისი თქმით, 16 გუნდი მხოლოდ "16 გუნდი" არ არის, ეს არის 16 კლუბის პირველი გუნდი, დუბლები და ასაკობრივი გუნდები. ამით, უფრო მეტი ხალხი დასაქმდება, მოიმატებს იმის ალბათობა, რომ ფეხბურთში მოტრიალე ადამიანმა საყვარელი საქმე აკეთოს და ღირსეული ანაზღაურებაც ჰქონდეს.

მოკლედ, საინტერსო სეზონი იწყება. თითოეულ მატჩზე კი, ამჯერად საგანგებოდ არ დავწერთ, იმიტომ, რომ ჩვენ კი არა, ბევრ გუნდში თავად ვერ გაურკვევიათ როგორი მზადყოფნით და განწყობით ხვდებიან 26-ეს.

მხოლოდ შეგახსენებთ, რომ სფფ-ის დებულების თანახმად, 15-16 ადგილებზე გასული გუნდები, გაისად პირველ ლიგაში დაქვეითდებიან, ხოლო მე-14 ადგილზე გასული, უმაღესი ლიგის საგზურის მოსაპოვებლად, პლეი ოფში შეხვდება პირველი ლიგის ა და ბ ზონებში მეორე ადგილზე გასულ გუნდებს შორის გამარჯვებულს. პლეი ოფის მატჩი ნეიტრალურ მინდორზე გაიმართება და საჭიროებისას, ორი დამატებითი ტაიმი დაინიშნება, თუ მოგებული არც ამ შემთხვევაში გამოვლინდება, პენალტებს დაარტყამენ.

 

შუქურა (ქობულეთი) – ზუგდიდი

9 აგვისტო. ქობულეთი. “ჩელე არენა.” 17:30

მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ლ. ვარამიშვილი, ი. მაჩიტიძე, ი. კვირიკაშვილი (სათადარიგო)

 

მეტალურგი (რუსთავი) – დინამო (ბათუმი)

9 აგვისტო. რუსთავი. “ფოლადი.” 17:30

მსაჯები: თ. გვანცელაძე, ზ. ფიფია, დ. გაბისონია, გ. ავაზაშვილი (სათადარიგო)

                                

კოლხეთი (ფოთი) – ტორპედო (ქუთაისი)

9 აგვისტო. ლანჩხუთი. “ევგრაფი შევარდნაძე.” 17:30

მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, გ. ჩიგოგიძე, დ. კურტანიძე, დ. სანოძე (სათადარიგო)

 

ზესტაფონი – გურია (ლანჩხუთი)

9 აგვისტო. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე.” 19:00

მსაჯები: ა. ბასლეჰლო, გ. ელიკაშვილი, ზ. ასკაროღლი, გ. კიკაჩეიშვილი (სათადარიგო)

 

დილა (გორი) – სპარტაკი (ცხინვალი)

10 აგვისტო. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.” 17:30

მსაჯები: ო. ხეცაძე, ა. კოკაია, ს. სპიცინი, თ. ხუჭუა (სათადარიგო)

 

მერანი (მარტვილი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი)

10 აგვისტო. სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე.” 17:30

მსაჯები: მ. ბეუქლიშვილი, დ.ჩიგოგიძე, ი. კაკაბაძე, გ. დოგრაშვილი (სათადარიგო)

 

დინამო (თბილისი) – სამტრედია

10 აგვისტო. თბილისი. “დინამო არენა.” 19:00

მსაჯები: ჯ. ხორავა, ზ. მენთეშაშვილი, ი. უკლება, გ. ყრუაშვილი, ა. ნონიკაშვილი, ხ. გაგნიძე (სათადარიგო)

 

სიონი (ბოლნისი) – ჩიხურა (საჩხერე)

11 აგვისტო. თბილისი. “მიხეილ მესხი.” 17:30

მსაჯები: ლ. სილაგავა, ბ. ჭიჭინაძე, ზ. ბერულავა, ბ. ნინუა (სათადარიგო)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113585