ფეხბურთი

0:32 | 30.05.2026 | ნანახია [] - ჯერ

"მონცა" სერია A-ში დაბრუნდა

„მონცა“ სერია A-ში დაბრუნდა. ლომბარდიულმა გუნდმა სერია B-ს პლეი-ოფის ფინალში „კატანძარო“ დაამარცხა.

უფრო სწორედ, „კატანძარომ“ „მონცა“ დღეს, საპასუხო მატჩში სტუმრად 2:0 დაამარცხა, მაგრამ შინ ამავე ანგარიშით ჰქონდა წაგებული, რეგლამენტის თანახმად კი, ორი მატჩის ჯამში გამარჯვება „მონცას“ ერგო.

საქმე ისაა, რომ „მონცამ“ რეგულარული სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა, „კატანძაროზე“ წინ. ორი მატჩის ჯამში ფრის შემთხვევაში კი, გამარჯვებულია პლეი-ოფში ის გუნდი, რომელმაც სატურნირო ცხრილში უკეთესი პოზიცია დაიკავა. შესაბამისად, „მონცა“ სერია A-ს დაუბრუნდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.165327