ლონდონის „არსენალი“ ასოციაციის თასს გამოეთიშა. მიკელ არტეტას გუნდი მეოთხედფინალში სენსაციურად „საუთჰემპტონთან“ დამარცხდა, რომელიც ჩემპიონშიფში მეშვიდე ადგილზეა.
როს სტიუარტის გოლით მასპინძლები პირველ ტაიმში დაწინაურდნენ, რასაც 68-ე წუთზე ვიქტორ გიოკერეშმა უპასუხა, მაგრამ „მეთოფეებმა“ მეორე გოლი არათუ ვერ გაიტანეს, არამედ გაუშვეს. 85-ე წუთზე ჩი ჩარლსმა „საუთჰემპტონი“ ნახევარფინალში გაიყვანა - 2:1.
„არსენალმა“ ბოლო ორი მატჩი წააგო და ორი ტიტულიც დაკარგა: მანამდე, ლიგის თასის ფინალში „მანჩესტერ სიტისთან“ დამარცხდა. მოკლედ, დარჩა პრემიერლიგა და ჩემპიონთა ლიგა.
არტეტას გუნდს სეზონის ბოლოს განიავებული უპირატესობის გამოცდილება აქვს და ფრთხილად უნდა იყოს. სათასო ტურნირებზე ხელმოცარვის შემდეგ ეს შიში კიდევ უფრო გაძლიერდა.
ასოციაციის თასის ნახევარფინალში "საუთჰემპტონი", "მანჩესტერ სიტი" და "ჩელსი" გავიდნენ, ბოლო მეოთხედფინალი 5 აპრილს, "ვესტ ჰემსა" და "ლიდსს" შორის შედგება.





