გერმანიის ბუნდესლიგის 25-ე ტური „ბაიერნი“ – „გლადბახი“ მატჩით გაიხსნა, რომელიც მასპინძლებმა ძალიან ადვილად, 4:1 მოიგეს.
პირველ ტაიმში ლუის დიასმა და კონრად ლაიმერმა გაიტანეს, რასაც მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრები 10 კაცით დარჩენა დაემატა. შემდეგ ჯამალ მუსიალამ სხვაობა სამამდე გაზარდა, ხოლო ნიკოლას ჯექსონმა მეოთხე გაიტანა. „გლადბახის“ მაქსიმუმი პრესტიჟის გოლი გამოდგა.
„ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგის წინ შემადგენლობაში როტაციას მიმართა, მაგრამ მეტოქეს მაინც ძალიან მარტივად აჯობა, რადგან კლასში სხვაობა დიდი იყო.
„ბაიერნი“ ბუნდესლიგას 66 ქულით ლიდერობს და ჩემპიონობა ლამის განაღდებული აქვს, მომდევნო ტურში კი 14 მარტს, „ლევერკუზენს“ ესტუმრება.





