მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალშია. „სამეფო კლუბმა“ „ბენფიკას“ მეორე მატჩიც მოუგო.
ლისაბონში 1:0-ის შემდეგ მადრიდში - 2:1. არადა, ჟოზე მოურინიოს გუნდი მე-14 წუთზე რაფა სილვას გოლით დაწინაურდა და სიტუაციაც ძალიან დაძაბა. თუმცა, ორ წუთში ორელინ ჩუამენიმ წონასწორობა აღადგინა.
კარგა ხანს თანაბარი ანგარიში შენარჩუნა, მაგრამ მე-80 წუთზე ვინისიუსმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. ბრაზილიელი დიდი მოტივაციით თამაშობდა პირველ შეხვედრაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ და თავიც გამოიჩინა.
„რეალმა“ მატჩი 2:1 მოიგო, ხოლო ორი მატჩის ჯამში 3:1 გაიმარჯვა და მერვედფინალში „სპორტინგს“ ან „მანჩესტერ სიტის“ შეხვდება.
„რეალი“ – „ბენფიკა“ 2:1 (1:1) - ორი მატჩის ჯამში: 3:1
გოლები: 0:1 რაფა სილვა (14), 1:1 ჩუამენი (16), 2:1 ვინისიუსი (80)







