ფეხბურთი

23:35 | 21.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

პრიმერას 25-ე ტურში მადრიდის „რეალი“ „ოსასუნასთან“ სტუმრად დრამატულად დამარცხდა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 25-ე ტურის მატჩი „ოსასუნასა“ და მარიდის „რეალს“ შორის მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

„ოსასუნას“ თავდამსხმელმა ანტე ბუდიმირმა მატჩის პირველი გოლი 38-ე წუთზე გაიტანა, პენალტით. „რეალის“ ბრაზილიელმა ვინისიუს ჟუნიორმა ანგარიში 73-ე წუთზე გაათანაბრა. მასპინძლებმა გამარჯვება რაულის ზუსტი დარტყმით 90+2 წუთზე მოიპოვეს. საბოლოოდ - 2:1.

ესპანეთის ლიგაში 25 მატჩის შემდეგ, „რეალს“ 60 ქულა აქვს და ცხრილს ლიდერობს. „ოსასუნა“ 33 ქულით მეცხრე ადგილზეა.

„რეალ მადრიდი“ 2 მარტს „ხეტაფეს“ უმასპინძლებს, ხოლო „ოსასუნა“ ერთი დღით ადრე „ვალენსიას“ ესტუმრება.

ესპანეთი. პრიმერა დივიზიონი. 25-ე ტური. 21 თებერვალი: სოსიედადი - ოვიედო 3:3, ბეტისი - რაიო ვალეკანო 1:1, ოსასუნა - რეალ მადრიდი 2:1, ატლეტიკო - ესპანიოლი მოგვიანებით გაიმართება

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094557