იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში „ლეჩესა“ და „ინტერს“ შორის მატჩი სტუმართა გამარჯვებით 0:2 დასრულდა.
ანგარიში ჰენრიხ მხითარიანმა გახსნა. სომეხმა ნახევარმცველმა 75-ე წუთზე გაიტანა. 82-ზე მცველმა მანუელ აკანჯიმ „მილანის“ უპირატესობა გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
26 მატჩის შემდეგ სერია A-ს ცხრილში მილანის „ინტერი“ 64 ქულით ლიდერობს. „ლეჩე“ 24 ქულით მე-17 ადგილზეა.
შემდეგ ტურში იტალიის ჩემპიონატის ამჟამინდელი ლიდერი „ჯენოას“ დაუპირისპირდება, ხოლო „ლეჩე“ „კომოს“. ორივე მატჩი 28 თებერვალს გაიმართება.
იტალია. სერია A. 26-ე ტური. 21 თებერვალი: იუვენტუსი - კომო 0:2, ლეჩე - ინტერი 0:2, კალიარი - ლაციო მოგვიანებით გაიმართება.







