ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი სათამაშო ფორმის დაბრუნებასთან ერთად იუმორს არ კარგავს და გასართობ შოუშიც იღებს მონაწილეობას. ჯერ იყო და ბრაზილიელ ფეხბურთელ რონალდოსთან ერთად პოკერის ტურნირში 100 000 მოიგო ევრო მოიგო და ვარსკვლავებმა აღნიშნული თანხა საქველმოქმედო საქმისთვის გაიღეს.
ამჟამად კი ესპანელმა ფარულ კამერაში მიიღო მონაწილეობა. სცენარის მიხედვით ამნეზიის მდგომარეობაში მყოფი რაფაელ ნადალი გოლფის მოედანზე თავჩაღუნული იჯდა.
ნახეთ თუ როგორ აანერვიულა მსახიობმა ნადალმა ბევრი მოყვარული გოლფისტი.







