ფეხბურთი

22:48 | 15.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალი" ასოციაციის თასის მერვედფინალშია

ინგლისის ასოციაციის თასის 1/16-ფინალში „არსენალმა“ „უიგანი“ ადვილად დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

მიკელ არტეტას გუნდს არ გასჭირვებია, მატჩის ბედი 16-წუთიან ინტერვალში გადაწყდა, როცა „მეთოფეებმა“ მეტოქეს მე-11 წუთიდან 27-ე წუთამდე ოთხი გოლი გაუტანეს. თავი ნონი მადუეკემ, გაბრიელ მარტინელიმ და გაბრიელ ჟეზუშმა გამოიჩინეს, ხოლო ჯეკ ჰანტმა ავტოგოლი მიითვალა.

ასოციაციის თასის მერვედფინალში „არსენალის“ გარდა, „ნიუკასლი“, „მენსფილდი“, „მანჩესტერ სიტი“, „ნორვიჩი“, „საუთჰემპტონი“, „ვესტ ჰემი“, „ჩელსი“, „ლივერპული“, „ლიდსი“, „ვულვზი“, „სანდერლენდი“, „ფულჰემი“ და „ვრექსემი“ გავიდნენ. ბოლო ორი მერვედფინალისტი კი „მაკლესფილდი“ – „ბრენტფორდისა“ და „პორტ ვეილი“ – „ბრისტოლ სიტის“ მატჩებში გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092326