სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

11:40 | 15.02.2026 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტის და კიელინის დაპირისპირება "ინტერი" - "იუვენტუსის" მსაჯთან

„ინტერისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი (3:2) სკანდალური გამოდგა. მთავარმა მსაჯმა ფედერიკო ლა პენამ პირველი ტაიმის მიწურულს „იუვეს“ მცველი პიერ კალულუ გააძევა, რომელსაც მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა.

რეალურად ფრანგ მცველს არცერთი ყვითელი ბარათი არ დაუმსახურებია, განსაკუთრებით მეორე, როცა თამაშის წესი არ დაურღვევია, მაგრამ „ინტერის“ ფეხბურთელმა ალესანდრო ბასტონიმ ეპიზოდი კარგად გააფორმა. ბასტონის ყვითელი ბარათი ჰქონდა და სიმულაციისთვის ის იმსახურებდა მეორე ყვითელ ბარათს.

პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ, როცა გუნდები და მსაჯი გასახდელში მიდიოდნენ, არბიტრს „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი და მენეჯერები - დამიენ კომოლი და ჯორჯო კიელინი თავს დაესხნენ.

„შენ თამაში დაანგრიე!“ დაუყვირა სპალეტიმ ლა პენას. იქვე იყო კიელინი, რომელიც გაუჩერებლად იმეორებდა: „არ არსებობს! არ არსებობს ასეთი რაღაც!“. საქმე ლამის ფიზიკურ შეხებამდე მივიდა, კიელინი, სპალეტი და კომოლი, რომელიც ყველაზე მეტად გაბრაზებული ჩანდა, მსაჯს იქვე მყოფმა პირებმა დააშორეს.

მატჩის შემდეგ კიელინიმ და კომოლიმ იტალიურ მედიასთან ისაუბრეს და თქვეს, რომ მსგავს უსამართლობასთან შეგეუბა შეუძლებელია.

0.121457