ბერგამოს „ატალანტას“ ფეხბურთელი დანიელ მალდინი კარიერას რომის „ლაციოში“ გააგრძელებს.
ტრანსფერზე შეთანხმება მიღწეულია და მხოლოდ ოფიციალური დასტური აკლია. მალდინი „ლაციოს“ სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდება, ხოლო მისი გამოსყიდვა რომაელებს ზაფხულში 11 მილიონ ევროდ შეეძლებათ. გამოსყიდვის ვარიანტი შეიძლება ვალდებულებად იქცეს, თუ „ლაციო“ ევროტურნირებზე გასვლას მოახერხებს.
დანიელ მალდინიმ, რომელიც პაოლო მალდინის შვილია, „ატალანტაში“ 22 მატჩში 3 გოლი გაიტანა. მანამდე იტალიელ შემტევს „მილანში“, „სპეციაში“, „ემპოლისა“ და „მონცაში“ უთამაშია.





