„ნაპოლის“ დავიდ ნერეში დიდი ხნით გამოაკლდა. ბრაზილიელ ფეხბურთელზე კოჭზე ოპერაცია გაუკეთეს, რის გამოც მოედანზე გაზაფხულამდე ვერ დაბრუნდება.
ნერეშის სარეაბილიტაციო პერიოდი დაახლოებით 2.5-3 თვე გასტანს. შესაბამისად, გუნდს აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში, სეზონის მიწურულს დაუბრუნდება.
მიმდინარე სეზონში დავიდ ნერეშმა ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა და 6 გოლის გატანა მოახერხა.
გარდა ამისა, "ნაპოლიმ" ძირითადი მეკარე, ვანია მილინკოვიჩ-სავიჩი დაკარგა, რომლის ტრავმა განსაკუთრებით სერიოზული არ არის, მაგრამ სავარაუდოდ 2-3 კვირის განმავლობაში იუქმებს.





