ქუთაისის “ტორპედოს” კიდევ ერთი ახალწვეული 23 წლის უკრაინელი შემტევი ვიქტორ ბლიზნიჩენკოა. აღნიშნული ტრანსფერი იმერული კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა.
ახალგაზრდა უკრაინელი კიევის “დინამოს” აღზრდილია და ამ კლუბის ყველა ასაკობრივ გუნდში ითამაშა, შემდეგ კი იჯარის წესით უკრაინულ “ინგულეცში”, “კრივბასსა” და “ობოლონში” იმყოფებოდა. უთამაშია ასევე უკრაინის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში. უკრაინელი ახალწვეული გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს. მონაწილეობა მიიღო “სამგურალთან” გამართულ ამხანაგურ მატჩშიც. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდა.





