საუდი პრო ლიგის მე-17 ტურში „ალ-ნასრმა“ სტუმრად „დამაკი“ 2:1 დაამარცხა და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.
მორიგი გოლი გაიტანა კრიშტიანუ რონალდუმ, რომელმაც მეტოქის კარი 50-ე წუთზე დალაშქრა და იმ დროისთვის ანგარიში 2:0 გახადა.
კრიშტიანუმ კარიერაში 960-ე გოლი გაიტანა და კიდევ უფრო მიუახლოვდა 1000-გოლიანი ნიშნულს. საუდი პრო ლიგის ბომბარდირთა დავას კი 16 გოლით ლიდერობს.
„ალ-ნასრი“ 37 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში 26 იანვარს, „ალ ტაავონს“ შეხვდება.







