ფეხბურთი

1:41 | 10.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

შესანიშნავი დრიბლინგით მოპოვებული პენალტი და გოლი: ტაბატაძემ ზედიზედ მეორედ გაიტანა

„კადისმა“ ესპანეთის ლა ლიგა 2-ის 21-ე ტურში ხიხონის „სპორტინგთან“ დაძაბულ ბრძოლაში 3:2 მოიგო, რაშიც იური ტაბატაძემ წვლილი გოლით შეიტანა.

ქართველი შემტევი თამაშში 64-ე წუთზე ჩერთო, მალევე დიდებული დრიბლინგით, რომელიც მოედნის საკუთარი ნახევრიდან დაიწყო, მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, სადაც წააქციეს და პენალტი მოიპოვა. თერთმეტმეტრიანი ტაბატაძემ თვითონ უზადოდ შეასრულა და იმ დროისთვის ანგარიში 3:2 გახადა.

ტაბატაძემ მიმდინარე სეზონში 17 მატჩში მეექვსე გოლი გაიტანა, მათ შორის, ზედიზედ მეორედ, რადგან წინა ტურშიც შეძლო თავის გამოჩენა ეფექტური გოლით, როცა „დეპორტივო“ დაამწუხრა.

„კადისმა“ ამ გამარჯვებით 34 ქულა დააგროვა და მეხუთე პოზიციაზე გადაინაცვლა, ხოლო 18 იანვარს „ალბასეტეს“ ესტუმრება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.094751