ფეხბურთი

10:05 | 9.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

L’Equipe: "კვარაცხელიას კარგი მატჩი ჰქონდა, მან ბენჟამინ პავარს სერიოზული პრობლემები შეუქმნა"

ხვიჩა კვარაცხელიამ "პარი სენ-ჟერმენთან" ერთად მორიგი ტიტული მოიგო, ლუის ენრიკეს გუნდმა საფრანგეთის სუპერთასის ფინალში "მარსელი" დრამატულ ბრძოლაში, პენალტების სერიაში დაამარცხა და 2026 წელი ტიტულით დაიწყო.

ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის შემდეგ დაბრუნდა მოედანზე, ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ 71-ე წუთზე შეცვალეს. ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 22 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.

მატჩის შემდეგ ცნობილმა ფრანგულმა გამოცემა L’Equipe-მა ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასა:

"ქართველ ფეხბურთელს კარგი მატჩი ჰქონდა, მას თანაგუნდელებისგან განსხვავებით ძალა და ენერგია ჰქონდა იმისა, რომ შეტევები საკუთარი ნახევრიდან დაეწყო. ხვიჩამ ბენჟამინ პავარს სერიოზული პრობლემები შეუქმნა, რადგან ფრანგი თანაგუნდელებისგან ხშირად იღებდა დახმარებას. დღევანდელ მატჩში რაც ხვიჩას აკლდა იყო ბოლო მომენტში პასის ან დარტყმის მომენტში უფრო მეტი სიზუსტე", - წერს გამოცემა.

ცნობისთვის, „პარი სენ-ჟერმენმა“ ისტორიში მე-14-ედ მოიგო საფრანგეთის სუპერთასი, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიასთვის ეს ფრანგულ გუნდში უკვე მეექვსე ტიტულია, სადაც ზუსტად ერთი წელია თამაშობს. კვარამ თითოჯერ მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის სუპერთასი, საფრანგეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.168883