NBA-ს მორიგი ტურის მატჩები გაიმართა, სადაც "ტორონტო რეპტორსი" სტუმრად "შარლოტ ჰორნეთს" ესტუმრა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 97:96 დაამარცხა.
სანდრო მამუკელაშვილმა შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და პარკეტზე 24:45 წუთი გაატარა. ქართველმა ხსენებულ დროში 10 ქულას, 3 მოხსნას, 2 შედეგიან გადაცემას და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი. სანდრომ 4-დან 2 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ისროლა ზუსტად.
მატჩის საუკეთესო კალათბურთელი კანადელთა მხრიდან არ ჯეი ბარეტი გახდა, რომელმაც მატჩი 28 ქულით, 7 მოხსნითა და 1 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ "ტორონტოს" 23 მოგებითა და 15 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილს იკავებს, მომდევნო მატჩს კი 10 იანვარს "ბოსტონ სელტიკის" წინააღმდეგ გამართავს.







