ფეხბურთი

20:47 | 7.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ლაციო" ნიდერლანდელი ნახევარმცველის ტრანსფერზე მუშაობს

რომის „ლაციო“ ამსტერდამის „აიაქსთან“ კენეტ ტეილორის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ნიდერლანდელი ფეხბურთელიც დაინტერესებულია იტალიურ გუნდში გადასვლით და დიდი შანსია, რომ გარიგება შედგეს. "ლაციო" 14 მილიონ ევროს გადაიხდის, რასაც 2 მილიონი ბონუსად დაემატება, ხოლო ფეხბურთელი კონტრაქტს 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.

„ლაციოში“ ტეილორი მატეო გენდუზის შემცვლელად მიაჩნიათ, რომელიც კარიერას „ფენერბაჰჩეში“ გააგრძელებს.

კენეტ ტეილორი „აიაქსის“ აღზრდილია და მთავარ გუნდში დღემდე 184 მატჩში 36 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.090294