ფეხბურთი

20:10 | 7.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

სერჟ გნაბრი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს

„ბაიერნის“ გარემარბი სერჟ გნაბრი, სავარაუდოდ, მიუნხენურ გრანდში დარჩება.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესი დასასრულს უახლოვდება. მოსალოდნელია, რომ საბოლოო ფორმალობები უახლოეს მომავალში შეთანხმდება, რის შემდეგაც 30 წლის ფეხბურთელი კონტრაქტს 2028 წლის ივნისამდე გააფორმებს.

გნაბრი „ბაიერნში“ 2017 წლიდან თამაშობს და გუნდში მნიშვნელოვან ფიგურად რჩება.

მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე 21 მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა გააკეთა. გნაბრის მოქმედი კონტრაქტი „ბაიერნთან“ მომავალ ზაფხულამდეა ძალაში.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.171541