გიორგი ზარიამ ალმატის „კაირატი“ დატოვა. ინფორმაცია ყაზახურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
ზარია „კაირატში“ ბოლო ორი წლის განმავლობაში თამაშობდა და ყაზახეთის ჩემპიონიც გახდა. ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფაზის ეტაპზეც, სადაც საგოლე პასით შეძლო თავის გამოჩენა.
მთლიანობაში მან ყაზახურ გუნდში 59 მატჩში ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა. ჯერჯერობით, უცნობია, სად შეიძლება გააგრძელოს კარიერა გიორგიმ, რომელიც თავისუფალი აგენტია.







