ფეხბურთი

1:07 | 7.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

სულშერსა და "მანჩესტერს" შორის მოლაპარაკებები დადებითად მიმდინარეობს

„მანჩესტერ იუნაიტედსა“ და ოლე გუნარ სულშერს შორის მოლაპარაკებები დადებითად მიმდინარეობს.

ნორვეგიელი სპეციალისტი თანახმაა „იუნაიტედში“ სეზონის ბოლომდე დროებითი მწვრთნელის სტატუსით დაბრუნდეს. ასე რომ, დიდი ალბათობით, მხარეები საბოლოოდ შეთანხმდებიან.

სწორედ სულშერი იქნება „იუნაიტედის“ თავკაცი სეზონის დასრულებამდე, ხოლო ზაფხულში კლუბი ახალ მწვრთნელს დანიშნავს.

ოლე გუნარ სულშერი „მანჩესტერს“ 2019-2021 წლებში წვრთნიდა და საკმაო წარმატებითაც, ხოლო ბოლოს „ბეშიქთაშის“ თავკაცი იყო. მას 1996-2007 წლებში „მანჩესტერის“ რიგებში, როგორც ფეხბურთელს აქვს ნათამაშები.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.096389