ესპანეთის მეორე დივიზიონში დუდა სანაძის „პალმერ ბასკეტი“ საკუთარ მოედანზე გიორგი კორსანტიას „გიპუზკოასთან“ 63:71 დამარცხდა.
ორივე ქართველმა ითამაშა: სანაძემ 19 წუთში 5 ქულა და 1 მოხსნა დააგროვა, მან 6-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო კორსანტიამ 31 წუთში 16 ქულა, 14 მოხსნა (9 შეტევაში) და 3 პასი შესძინა თავის გუნდს. გიორგიმ 17-დან 5 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
„გიპუზკოა“ შესანიშნავ ფორმაში შევიდა, ზედიზედ მეშვიდედ მოიგო. შედეგად, 8 მოგებით და 6 წაგებით მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში „ოვიედოს“ დაუპირისპირდება, ხოლო „პალმერ ბასკეტი“ 2 მოგებით და 12 წაგებით ბოლო საფეხურზეა, ხოლო 10 იანვარს, „ესტელას“ ესტუმრება.
დღესვე, ამ ლიგაში, „მენორკას“ მაისურით თად მაკფადენმა „ალიკანტესთან“ მოგებულ მატჩში (81:68) 18 წუთი ითამაშა, თავის გუდს კი 5 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი შესძინა.







