სტამბოლის „გალათასარაის“ „ნაპოლიდან“ ნოა ლანგის შეძენა სურს. როგორც ნიკოლო სკირა იტყობინება, თურქულმა კლუბმა იტალიელებთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
„გალა“ ოფიციალურ შეთავაზებას ამზადებს 26 წლის ნიდერლანდელი ფეხბურთელისთვის, რომელსაც მიუხედავად სათამაშო დროის დეფიციტისა, „ნაპოლიში“ დარჩენა სურს.
ნოა ლანგი „ნაპოლიმ“ გასულ ზაფხულს პსჟ-დან დაიმატა, მაგრამ ნიდერლანდელმა ჯერჯერობით მოლოდინი ვერ გაამართლა - 21 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა. მანამდე ის „აიაქსის“, „ტვენტეს“, „ბრიუგეს“ და პსვ ეინდჰოვენის ღირსებას იცავდა.





