ფეხბურთი

17:35 | 3.01.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჩაბი ალონსო: "სატრანსფერო ბაზარზე ყოველთვის ყურადღებით უნდა ვიყოთ"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ 2026 წლის პირველი შეხვედრის წინ კომენტარი გააკეთა.

მან სხვადასხვა თემაზე ისაუბრა, მათ შორის კილიან მბაპეს ტრავმაზე, რომელიც „ბეტისის“ წინააღმდეგ მოედანზე ვერ გავა.

„როდრიგოს შეტევაში ნებისმიერ პოზიციაზე თამაში შეუძლია. ის კარგ ფორმაშია, 3-4 შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. მბაპეს შემცვლელად სხვადასხვა ვარიანტი გვაქვს და ის ერთ-ერთი მათგანია.

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მბაპე, რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს. იმედია, კილიანი ესპანეთის სუპერთასისთვის მზად იქნება. ვინისიუსი დღითიდღე უფრო ბედნერია და ყოველთვის იღიმის, ვხედავ, რომ დადებითი ენერგია აქვს. ეს პაუზა ყველასთვის საჭირო იყო ძალების აღსადგენად.

სატრანსფერო ბაზარზე ყოველთვის ყურადღებით უნდა ვიყოთ. შემადგენლობით კმაყოფილები ვართ, მაგრამ ყურადღებით უნდა ვიყოთ“, - თქვა ალონსომ.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალი“ სევილიის „ბეტისს“ 4 იანარს, თბილისის დროით 19:15 საათზე დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.091418