აფრიკის თასზე ჯგუფური ეტაპი D ჯგუფშიც დასრულდა და კიდევ სამი მერვედფინალისტი გამოვლინდა.
სენეგალის ნაკრებმა 3:0 აჯობა ბენინს, ხოლო კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ 3:0 სძლია ბოტსვანას ნაკრებს.
შედეგად, სენეგალმა 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ასევე 7 ქულით მეორე ადგილი, ხოლო მერვედფინალში გავიდა ბენინიც, რომელსაც 3 ქულა ეყო საუკეთესო ოთხ მესამეადგილოსანს შორის მოსახვედრად.
აფრიკის თასზე უკვე გაირკვა რამდენიმე მერვედფინალური წყვილი: მალი - ტუნისი, მაროკო - ტანზანია, ალჟირი - კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ეგვიპტე - ბენინი, ხოლო სენეგალი, სამხრეთ აფრიკა და ნიგერია მეტოქეებს 31 დეკემბერს შეიტყობენ.







