ფეხბურთი

23:50 | 30.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს 957-ე: "ალ-ნასრმა" პირველად ვერ მოიგო

საუდი პრო ლიგის მე-12 ტურში „ალ-ნასრი“ „ალ-ეტიფაქს“ ესტუმრა და დაუზავდა - 2:2. პირველ ტაიმში მასპინძლები ჟორჟინიო ვეინალდუმმა დააწინაურა, რასაც მეორე ნახევარში ჟოაო ფელიქსმა უპასუხა.

შემდეგ კრიშტიანუ რონალდუს ჯერიც დადგა, რომელმაც 67-ე წუთზე წინ გაიყვანა თავისი გუნდი. თუმცა, „ალ-ეტიფაქმა“ ვეინალდუმის დუბლით ქულა გადაარჩინა.

„ალ-ნასრმა“ პირველად დაკარგა მიმდინარე სეზონში ქულები და 31 ქულით პირველ ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 2 იანვარს, „ალ-აჰლის“ ესტუმრება.

რონალდუ 13 გოლით ჟოაო ფელიქსთან ერთად ბომბარდირთა დავას ლიდერობს. კრიშტიანუმ 2025 წელს 41 გოლი გაიტანა, ხოლო კარიერაში უკვე 957 გოლი დაუგროვდა და მიზანს უფრო მიუახლოვდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163303