დოჰაში დაიწყო მსოფლიო ჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში. პირველ სათამაშო დღეს ვაჟთა შორის 13 ტური გათამაშდა. ჩემპიონატს ერთდროულად 10 ქულით სამი მოჭადრაკე ლიდერობს: არუნ ერიგასი (ინდოეთი), მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი) და ფაბიანო კარუანა (აშშ).
ლიდერთა სამეულს ნახევარი ქულით ჩამორჩება ბაადურ ჯობავა. აღსანიშნავია, რომ ბაადურმა მე-13 ტურში თეთრებით იან-კრისტოფ დუდა დაამარცხა.
ქალთა შორის 10 ტური გათამაშდა და 8,5 ქულით ლიდერობს ელინა რობერსი (ნიდერლანდები). ნახევარი ქულით ნაკლები აქვთ: ალექსანდრა გორიაჩკინას (ფიდე), ულმიდა ომონოვას (უზბეკეთი) და ანტოანეტა სტეფანოვას (ბულგარეთი).
ქართველი მონაწილეების ტექნიკური შედეგები:
ვაჟები:
- ბაადურ ჯობავა - 9,5 ქულა;
- გიგა ყუფარაძე - 7,5 ქულა;
- ლევან ფანცულაია -7 ქულა.
ქალები:
- მერი არაბიძე — 6,5 ქულა;
- ნინო ბაციაშვილი — 6 ქულა;
- ინგა ჭარხალაშვილი — 5,5 ქულა;
- ბელა ხოტენაშვილი, ნანა ძაგნიძე — 5 ქულა;
- ანასტასია კირთაძე — 4,5 ქულა;
- კესარია მგელაძე — 3 ქულა.







