საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-11 ტურის მატჩი „ალ ნასრს“ (ერ-რიადი) და „ალ ოჰდუდს“ (ნაჯრანი) შორის მასპინძელთა გამარჯვებით 3:0 დასრულდა.
„ალ ნასრის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ დუბლი მიითვალა. პირველი გოლი მან 32-ე წუთზე გაიტანა. მეორე კი პირველი ტაიმის ბოლოს, 45+3 წუთზე.
ამისდაკვალად, პორტუგალიელმა კარიერაში 955-ე და 956-ე გოლები გაიტანა. 90+4 წუთზე თავდამსხმელმა ჟოაუ ფელიქსმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამ მატჩის შემდეგ, „ალ-ოჰდუდი“ ცხრა ქულით ცხრილში ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა. „ალ-ნასრი“ კი საუდის არაბეთის ლიგას 30 ქულით ლიდერობს.









