ფეხბურთი

1:17 | 23.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულს" ისაკი რამდენიმე თვით გამოაკლდა

„ლივერპულს“ ალექსანდერ ისაკი დიდი ხნით გამოაკლდა. შვედ ფეხბურთელს მოტეხილობა ჰქონდა, რის გამოც ოპერაცია ჩაუტარდა.

ისაკმა ტრავმა „ტოტენჰემთან“ მატჩში მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. დაზიანება მძიმე გამოდგა. ზუსტი დრო, რომელიც მას გაუცდება, ჯერ უცნობია.

მიმდინარე სეზონში ალექსანდერ ისაკმა ყველა ტურნირზე 16 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.160531