ფეხბურთი

21:45 | 22.12.2025 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ შესაძლოა ლუის ენრიკეს სამუდამო კონტრაქტი შესთავაზოს

ესპანური გამოცემა AS იტყობინება, რომ პსჟ მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკესთვის სამუდამო კონტრაქტის შეთავაზებას განიხილავს.

წყაროს ცნობით, ფრანგული კლუბის ხელმძღვანელობა ესპანელ სპეციალისტს პარიზული პროექტისთვის იდეალურ მწვრთნელად მიიჩნევს.

აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა უახლოეს მომავალში შესაძლოა დაიწყოს.

შეგახსენებთ, ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით პსჟ-მ 2025 წელს ექვსი ტიტული მოიგო და ისტორიაში საუკეთესო პერიოდი ესპანელის ხელმძღვანელობით უდგას.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.172783