მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ „სევილიასთან“ მატჩის (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, გამარჯვების მიუხედავად, თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილი არაა:
„დღევანდელი თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ ვარ. განწყობა საერთოდ არ მეცვლება, თამაშს ვაანალიზებ. კონსტრუქციულად კრიტიკული ვარ, მაგრამ ვიცი, საიდან მოვდივართ და რა გველოდება იანვრიდან. რთული მატჩი იყო და ვიცით, რომ გაუმჯობესება შეგვიძლია. ახლა ეს პაუზა დასასვენებლად უნდა გამოვიყენოთ“, - თქვა ჩაბი ალონსომ.
შეგახსენებთ, რომ „რეალი“ ლა ლიგაში 42 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 4 იანვარს, სევილიის „ბეტისს“ უმასპინძლებს.





